ინგლისი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებს
ინგლისი მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

ინგლისში მზად არიან გამოყონ სოლიდური თანხა იმისთვის, რომ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანონ ირლანდიასთან ერთად.

„ძალიან გვინდა 2030 წელს ფეხბურთი შინ დავაბრუნოთ. მართლაც ვფიქრობთ, რომ ეს შესაფერისი ადგილი იქნება. ეს არის ფეხბურთის სახლი და დრო მოვიდა. ეს უდიდესი მოვლენა იქნება ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა.

აღნიშნავენ, რომ განაცხადის შედგენისთვის და მისი პიარისთვის 2.8 მილიონი ფუნტი დაიხარჯება.

გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი და პორტუგალია ასევე ერთობლივ განაცხადს წარადგენენ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.

აქამდე ინგლისმა ერთხელ უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატს – 1966 წელს, როცა ერთადერთხელ გახდა ჩემპიონი.