ინგლისი B ლიგაში გავარდა, უნგრეთმა ლაიპციგში მოიგო და ერთი ქულა აკლია პირველი ადგილის გასანაღდებლად – ერთა ლიგა 2022-23, A ლიგა, III ჯგუფი #1TVSPORT
ფაქტები
* ინგლისის ნაკრები B ლიგაში გავარდა.
* ერთა ლიგის გათამაშებაში მხოლოდ ინგლისსა და სან მარინოს არ აქვთ თამაშიდან გოლი გატანილი. ინგლისელებმა ერთადერთი გოლი პენალტით შეაგდეს.
* ინგლისმა 2014 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო ზედიზედ ხუთი მატჩი.
* ინგლისი სამი მატჩია გოლს ვერ იტანს – პირველად 2000 წლის ნოემბრის შემდეგ.
* ინგლისის ნაკრების კარს „ნიუკასლის“ მეკარე ნიკ პოუპი იცავდა. 1901 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ კლუბის მეკარე იდგა ინგლისის ნაკრების კარში.
* იტალიას ინგლისის წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრებში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – ორი მოგება, ოთხი ფრე.
* იტალიის ნაკრებში დებიუტის (2021 წლის 4 ივნისი) შემდეგ, ჯაკომო რასპადორიმ ოთხი გოლი გაიტანა – ყველაზე მეტი ამ პერიოდში.
* ლეონარდო ბონუჩიმ 117-ე მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრებში და ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილს იყოფს ჯორჯო კიელინისთან და დანიელე დე როსისთან. უფრო მეტი მატჩი აქვთ – პაოლო მალდინის (126), ფაბიო კანავაროსა (136) და ჯანლუიჯი ბუფონს (176).
* გერმანიის ნაკრებს ბურთის ფლობის 72 პროცენტი ჰქონდა.
გერმანია-უნგრეთი 0:1
გოლი: 0:1 სალაი (17)
გერმანია: ტერ შტეგენი, რიუდიგერი, ზიულე, რაუმი, გიუნდოგანი (69. მუსიალა), კიმიხი, ჰოფმანი, მიულერი (85. ლ. ნმეჩა), გნაბრი (46. კერერი), ვერნერი (70. ჰავერტცი), სანე.
იტალია-ინგლისი 1:0
გოლი: 1:0 რასპადორი (68)
იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, ბონუჩი, ტოლოი, აჩერბი, დიმარკო (89. ფრატეზი), ჟორჟინიო (89. ემერსონი), კრისტანტე, ბარელა (63. პობეგა), სკამაკა (63. ნიონტო), რასპადორი (81. გაბიადინი).
ინგლისი: პოუპი, ჯეიმსი, უოკერი (72. შოუ), მაგუაირი, დაიერი, საკა (72. გრილიში), რაისი, ბელინგემი, ფოდენი, კეინი, სტერლინგი.
VI ტური 26 სექტემბერი
ინგლისი-გერმანია (22:45)
უნგრეთი-იტალია (22:45)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. უნგრეთი | 5 | 3 | 1 | 1 | 8-3 | 10 |
| 2. იტალია | 5 | 2 | 2 | 1 | 6-7 | 8 |
| 3. გერმანია | 5 | 1 | 3 | 1 | 8-6 | 6 |
| 4. ინგლისი | 5 | 0 | 2 | 3 | 1-7 | 2 |