ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან თანხის მიღებამდე, დედაქალაქის მთავრობა საკრედიტო უზრუნველყოფას გეგმავს
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან თანხის მიღებამდე, დედაქალაქის მთავრობა საკრედიტო უზრუნველყოფას გეგმავს

დედაქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან თანხის მიღებამდე, დედაქალაქის მთავრობა საკრედიტო უზრუნველყოფას გეგმავს.

როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი ზარქუამ განმარტა, ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვა შესაძლოა, დაგვიანდეს, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი, წინ სატენდერო პროცედურები ახლავს, რომელსაც დამატებითი დრო სჭირდება.

მისივე თქმით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თანხები იყოს უკვე იყოს აკუმულირებული და კრედიტის შესაძლებლობა არსებობდეს.

გაერთიანებულ სხდომაზე დღეს აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს.

„კომისიაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი 14-დან. პირველი არის დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი. დედაქალაქის ბიუჯეტი​ უპრეცედენტოა, მილიარდს ასცდა და ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. თუმცა, დაანონსებულ პროექტებს, როგორიცაა გორგასლის ქუჩის, ორბელიანის, გუდიაშვილის ქუჩების, ასევე მეტეხის ხიდთან არსებული ძველი ისტორიული ხიდისა და სხვა პროექტების რეაბილიტაციას, რომელიც 2019 წელს უნდა განხორციელდეს, სჭირდება ტენდერების წინასაპროექტო გამოცხადება, შემდეგ ამის დაზუსტება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებულია ტრანსფერი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და დააახლოებით 100 მილიონ ლარის გამოყოფა  იგეგმება, დრო რომ არ დავკარგოთ, დედაქალაქის მერიამ გამოიჩინა ინიციატივა, რომ გარკვეული საკრედიტო ხაზი შეიქმნას, დაახლოებით 62 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის, რომელიც ინება ფინანსური საფუძველი.  მარტის პირველი რიცხვებიდან  გამოვაცხადებთ ტენდერს და შესაბამისად, მოხდება ამ პროექტის რეალიზება“,-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.