ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დამატებით ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა .

ტენდერი გამოცხადდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდება ათეულობით სკოლას, მათ შორის ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლებს. მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ ეტაპზე შვიდი სკოლის მშენებლობაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული.