ინძაგი გატუზოს ნაცვლად - „ნაპოლიში“ ახალ მწვრთნელს ეძებენ #1TVSPORT
ინძაგი გატუზოს ნაცვლად - „ნაპოლიში“ ახალ მწვრთნელს ეძებენ #1TVSPORT

ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის შეცვლას ფიქრობს და გატუზოს პოსტზე სიმონე ინძაგის დანიშვნას გეგმავს, – წერს La Lazio Siamo Noi.  

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტის თავად დაუკავშირდა „ლაციოს“ მოქმედ მწვრთნელს და ნეაპოლში გასავლასთან დაკავშირებით მოელაპარაკა.

იუწყებიან, რომ სიმონე ინძაგიმ ჯენარო გატუზო, შესაძლოა, უკვე მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეცვალოს.

საინტერესოა, რომ გატუზოს შეგირდები იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე იმყოფებია, ინძაგის გაწვრთნილი „ლაციო“ კი მეშვიდე ადგილზეა. „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ შორის ოთხქულიანი სხვაობაა.