ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1750-ს გადააჭარბა
ინდონეზიაში  მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1750-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1750-ს გადააჭარბა. ხელისუფლების ცნობით, დაკარგულად ითვლება დაახლოებით 5000 ადამიანი. ინფორმაცია ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ქვეყანა საერთაშორისო დახმარებას იღებს, თუმცა ჰუმანიტარული ტვირთის დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებლებთან ჩატანა რთულია.

ინდონეზიას დახმარება 11-მა სახელმწიფომ, მათ შორს ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა გაუგზავნეს. ხელისუფლება თანახმაა მიიღოს მხოლოდ კარვები. წყალმომარაგებისთვის საჭირო აღჭურვილობა, ელექტროგენერატორები და სამედიცინო დახმარება.

მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილ მოქალაქეებს უშედეგოდ ეძებენ. გავრცელებული ცნობით, სამძებრო ოპერაცია ხუთშაბათს შეწყდება, რადგან ცოცხლების პოვნის შანსი ამოიწურება.
7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში 28 სექტემბერს მოხდა. ბიძგებს ცუნამი მოჰყვა.