ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა
ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის მსხვერპლთა რიცხცმა 1400-ს გადააჭარბა. ნანგრევებში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები გადარჩენილების პოვნის იმედს არ კარგავენ. მაშველები ვარაუდობენ, რომ 50-მდე ადამიანი რვასართულიანი შენობის ნანგრევებში შეიძლება იყოს მოყოლილი.

გადარჩენილების მოსაძებნად სამაშველო რაზმები აკუსტიკურ დეტექტორებს იყენებენ.

ინდონეზიის კუნძულ სულავესისთან 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 სექტემბერს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა მოგვიანებით ცუნამი გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი პალუ დააზარალა.