ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა განმეორდა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა განმეორდა

ინდონეზიაში ახალი, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიის ეპიცენტრი კუნძულ სუმბას სამხრეთ-დასავლეთით, 66 კილომეტრის დაშორებით, ინდოეთის ოკეანეში დაფიქსირდა.

ახალი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

კუნძულოვან სახელმწიფოში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფის გამო, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამაშველო და სამძებრო სამუშაოები.

ბოლო მონაცემებით, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის და მის შედეგად გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1350-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ქვეყნის სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტო იუწყება.