ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
Kozhikode: An Air India Express flight with passengers on board en route from Dubai skidded off the runway while landing, in Kozhikode, Friday, Aug. 7, 2020. (PTI Photo)(PTI07-08-2020_000238B)
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „სიენენი“ სამოქალაქო ავიაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა პილოტიც. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 96 ადამიანი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
„ეარ ინდიას“ თვითმფრინავი ქერალაში ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. „ბიბისის“ ცნობით, თვითმფრინავი დუბაიდან მიფრინავდა. ის კალკუტაში დაჯდომის დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.