„ინდიანას“ მწვრთნელი ნეით ბიორკგრენი - ვამაყობ გოგა ბითაძით [ვიდეო] #1TVSPORT
„ინდიანას“ მწვრთნელი ნეით ბიორკგრენი - ვამაყობ გოგა ბითაძით [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძემ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. „ინდიანა პეისერსის“ ლიდერების დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის არყოფნაში მან კარლ ენტონი თაუნსის წინააღმდეგ კარგად ითამაშა და კარიერის რეკორდი დაამყარა – 14 ქულა ჩააგდო.

ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა ნეით ბიორკგრენმა ქართველი ცენტრის თამაში შეაფასა:

„გოგას მატჩამდე ველაპარაკე, ვუთხარი, რომ მისგან მჭირდებოდა მოედნის ერთი კიდიდან მეორეზე სწრაფად გადაადგილება, მოხსნა, ფარის დაცვა. კარლ ენტონი თაუნსთან მან მართლაც კარგად იმუშავა. გუნდისთვის ბევრი დადებითი გააკეთა. მისით ვამაყობ.

მოედანზე 10 წუთს გაატარებს თუ 40-ს, იგი ყოველთვის მზადაა, ყოველდღიურად სწავლობს და პროგრესირებს.“