ილონ მასკი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს „ფაშისტურს“ უწოდებს
ილონ მასკი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს „ფაშისტურს“ უწოდებს

კომპანია „სფეის იქსის“ დამფუძნებელი ილონ მასკი კარანტინის რეჟიმს აკრიტიკებს და კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს „ფაშისტურს“ უწოდებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ილონ მასკმა თვითიზოლაციის ზომები შინაპატიმრობას შეადარა.

„მე ამას ვუწოდებდი ადამიანების საკუთარ სახლებში იძულებით დაპატიმრებას მათი საკონსტიტუციო უფლებების საწინააღმდეგოდ. ჩემი აზრით, ეს არის ადამიანების თავისუფლებების საშინელი და არასწორი დარღვევა და ეს არ არის ის, რისთვისაც ხალხი ამერიკაში ჩამოვიდა“, – განაცხადა მასკმა.

მანამდე ილონ მასკი „ტვიტერში“ აქებდა ტეხასის შტატს კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისთვის და უმაყოფილებას გამოთქვამდა სხვა შტატებში შეზღუდვების გახანგრძლივების გამო. „გაათავისუფლეთ ამერიკა ახლა“, – წერდა მასკი.