ილიას ზუროსი - ეს არ იყო საუკეთესო მატჩი, მაგრამ შედეგი ნორმალურია
ილიას ზუროსი - ეს არ იყო საუკეთესო მატჩი, მაგრამ შედეგი ნორმალურია

„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს კალათბურთელებს, რაც შეეხება თამაშს, ეს არ იყო საუკეთესო მატჩი, მაგრამ ამ დროისთვის ნორმალური შედეგია. სამწუხაროდ ნაკრების მოთამაშეების დიდი ნაწილი მატჩამდე ცოტა ხნით ადრე შემოგვიერთდა, მაგრამ ეს იყო კარგი თამაში, კარგი გუნდის წინააღმდეგ“ -განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე. – „ ესტონეთის ნაკრები განსხვავებული ტაქტიკით თამაშობს, მათ ჰყავთ მაღალი კალათბურთელები, რომლებიც კარგად ისვრიან, ნამდვილად ძნელია მათ წინააღმდეგ დაცვა ითამაშო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მატჩის მოსაგებად, თამაშამდე გვქონდა ტრავმები. ახლა ჩვენი მომავლი მეტოქეა ისრაელია, რომელიც უფრო ძლიერი ნაკრებია ვიდრე ესტონეთი. უნდა ვითამაშოთ უკეთესი კალათბურთი და აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ კიდევ ერთი გამარჯვება. ამას ჩვენი გულშემატკივარი განსაკუთრებულად ელოდება. მე წარამატებას ვუსურვებ ესტონეთის ნაკრებსაც.“

ზუროსმა ორი ცენტრის ერთად თამაში დადებითად შეაფასა და გოგა ბითაძის პერსპექტივაზეც ისაუბრა: – „მე მჯერა რომ გოგა ბითაძე, არა მარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ ზოგადად კალათბურთს ეზრდება“.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე მეოთხე მატჩი მოიგო. რამდენიმე წუთის წინ ილიას ზუროსის გუნდმა, ესტონეთი სტუმრად – 80:73 დაამარცხა.