ილიას ზუროსი აკროპოლისის თასის წინ - ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძვით, თუმცა საკონტროლო შეხვედრებში შედეგზე წინ თამაშის გაუმჯობესებას ვაყენებ #1TVSPORT
ილიას ზუროსი აკროპოლისის თასის წინ - ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძვით, თუმცა საკონტროლო შეხვედრებში შედეგზე წინ თამაშის გაუმჯობესებას ვაყენებ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები დღეს, 17 აგვისტოს ათენის აკროპოლისის თასზე თურქეთს დაუპირისპირდება (19:00 თბილისის დროით). ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტურნირის შესახებ მოკლედ ისაუბრა:

„დღეს ვიწყებთ აკროპოლისის თასის გათამაშებას. ძალიან კარგი შეჯიბრებაა და საუკეთესო გუნდები მონაწილეობენ. ამ მატჩებში ჩვენთვის მთავარია თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. როგორც შეტევაში, ისე დაცვაში სხვადასხვა ახალ ვარიანტს მოვსინჯავთ.

დრო ძალიან ცოტა გვაქვს, უახლოესი ოფიციალური მატჩი 24 აგვისტოს გვექვს (მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ნიდერლანდებთან), ამიტომ აკროპოლისის ტურნირს მაქსიმალურად გამოვიყენებთ ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად“.

საქართველოს ნაკრებმა 2017 წელს აკროპოლისის ტურნირზე საბერძნეთი, სერბეთი დაამარცხა და თასი თბილისში ჩამოიტანა. ჩვენს გუნდს მაშინაც ილიას ზუროსი წვრთნიდა.

„აკროპოლისის თასიდან კარგი მოგონებები გვაქვს. თუმცა, როგორც თბილისში ვთქვი, ჩვენთვის შედეგი მთავარი არ არის. შეიძლება ყველა მატჩი წავაგოთ, მაგრამ ძალიან გავუმჯობესდეთ. სწორედ ამიტომაა ამხანაგური მატჩები. ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძვით, თუმცა საკონტროლო შეხვედრებში ახალ დეტალებს ვამუშავებთ და მოთამაშეებს საწყის ეტაპზე ესა თუ ის კომბინაცია ავტომატიზმამდე ვერ ექნებათ დახვეწილი. ვეცდებით ჩვენი ახალი ტაქტიკა ეფექტურად გამოვიყენოთ ამ ტურნირზე“.