„აკროპოლისის თასზე“ სათმაშოდ საქართველოს ნაკრები ათენში ჩაფრინდა #1TVSPORT
„აკროპოლისის თასზე“ სათმაშოდ საქართველოს ნაკრები ათენში ჩაფრინდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა თბილისში ამხანაგური მატჩები დაასრულა და ორშაბათს ათენში ჩაფრინდა, სადაც ტრადიციულ და ცნობილ საერთაშორისო ტურნიზე – „აკროპოლისის თასზე“ იასპარეზებს.

საბერძნეთის დედაქალაქი აღნიშნულ ამხანაგურ ტურნირს 31-ედ მასპინძლობს და ის 2017 წელს საქართველოს ნაკრებს მოგებული აქვს: სერბეთსა და საბერძნეთს მოუგო, იტალიასთან კი დამარცხდა, მაგრამ თასი მაინც საქართველოში ჩამოიტანა.

წლეულს საქართველო მეორედ იასპარეზებს „აკროპოლისის თასზე“.

ჩვენი ნაკრების განრიგი ასეთი იქნება:

17.08 19:00

თურქეთი – საქართველო

18.08 22:00

საქართველო – საბერძნეთი

19.08 19:00

საქართველო – პოლონეთი

gbf.ge