იენს სტოლტენბერგი – სირიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დარტყმები იყო სიგნალი სირიისთვის, რუსეთისა და ირანისთვის
სირიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დარტყმები იყო სიგნალი სირიისთვის, რუსეთისა და ირანისთვის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
„ოპერაცია მიზნად ისახავდა დამასკოს შესაძლებლობების შემცირებას გამოიყენოს ქიმიური იარაღი. ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული გაერო-ს გამოძიება რუსეთმა შეაფერხა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა თურქულ ტელეკომპანია NTV-სთან ინტერვიუში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უთანხმოების მიუხედავად, ალიანსი რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს არ ეწინააღმდეგება.
იენს სტოლტენბერგი თურქეთში იმყოფება და მოლაპარაკებებს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავს.