იენს სტოლტენბერგი - საქართველო მიწვეულია ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე, ეს არის სოლიდარობისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულება
იენს სტოლტენბერგი - საქართველო მიწვეულია ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე, ეს არის სოლიდარობისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულება

საქართველო მიწვეულია ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად; ვფიქრობ, ეს არის სოლიდარობისა და ნატო-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულება, – ამის შესახებ ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა გააძლიერონ პარტნიორების მხარდაჭერა და საქართველო ერთ-ერთია ამ პარტნიორ ქვეყნებს შორის.

„ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენციის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ნატო-ს მოკავშირეებმა გააძლიერონ სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული აგრესიის წინაშე. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის.

რუსეთი უკვე შეიჭრა საქარველოს ტერიტორიებზე, აკონტროლებს მის ნაწილებს და შესაბამისად, მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს პრაქტიკულ პარტნიორობას; იმას, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად წვრთნების, შესაძლებლობების გაძლიერების, რეფორმების კუთხით, რათა გაიზარდოს საქართველოს უნარი, წინ აღუდგეს რუსეთის ინტერვენციას და საქართველოს სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.