იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია
იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია

რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ მიღებული საერთო დეკლარაციის თანახმად, ქვეყნებმა არ უნდა განათავსონ ბირთვული იარაღი საზღვრებს გარეთ. ამ დეკლარაციის მიღებიდან რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება.

„განცხადება, რომ ისინი განათავსებენ ტაქტიკურ შეიარაღებას, ბირთვულ იარაღს ბელარუსში მას შემდეგ, რაც მათ ხელი მოაწერეს ჩინეთთან შეთანხმებას, რომელიც საწინააღმდეგოს აცხადებს, აჩვენებს, რომ ეს ცარიელი დაპირებებია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენებრგმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდება ისტორიული შეცდომა იქნება, რომელსაც ღრმა შედეგები მოჰყვება. მან ასევე თქვა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე.

„ვაჭრობა ჩინეთთან გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რუსეთისთვის და ამის ერთ-ერთი მიზეზია ეკონომიკური სანქციები და უკრაინაში ომის შედეგები“, – განაცხადა სტოლტენებრგმა.