იენს სტოლტენბერგი - ბირთვული ძალების შეთანხმებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებში გარღვევა ვერ მოხერხდა
იენს სტოლტენბერგი -  ბირთვული ძალების შეთანხმებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებში გარღვევა ვერ მოხერხდა

საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებში გარღვევა ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, კომისიის ყველა წევრს მიაჩნია, რომ შეთანხმებას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამჟამად ხელშეკრულება საფრთხის ქვეშაა. ნატო-ს გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ შეთანხმების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან  პირობებს სწორედ რუსეთი არღვევს.

„შეხვედრაზე რეალური პროგრესი არ ყოფილა, რადგან რუსეთს პოზიციის ცვლილების სურვილი არ გამოუჩენია. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, დაუბრუნდეს ბირთვული ძალების შეთანხმების შესრულებას. ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

აშშ-ის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერი“ ხელშეკრულებას არ შეესაბამება, რადგან 5 ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე შეუძლია ფრენა. ვაშინგტონში შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადეს.