იბრაჰიმოვიჩმა უპასუხა „მალმიოს“ ფანებს, რომლებმაც მისი ქანდაკება შეურაცხყვეს
იბრაჰიმოვიჩმა უპასუხა „მალმიოს“ ფანებს, რომლებმაც მისი ქანდაკება შეურაცხყვეს

„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაგვიანებული კომენტარი გააკეთა შვედურ კლუბ „მალმიოს“ ფანების ვანდალურ აქტზე. კერძოდ, ზლატანის მშობლიური კლუბის გულშემატკივრებმა რამდენჯერმე შეურაცხყვეს ფეხბურთელის ქანდაკება სტადიონის წინ, შემდეგ კი ფეხი მოახერხეს და ჩამოაგდეს.

ეს მოხდა წლის დასაწყისში, როცა „მალმიოს“ ფანებმა შეიტყვეს, რომ ზლატანი მეორე შვედური კლუბის, „ჰამარბიუს“ თანამფლობელი გახდა.

„ეს მეტად სამწუხარო ამბავია, მათ ყურადღების მიქცევა სურთ. უნდათ, რომ მედიამ მათ შესახებ დაწეროს. ეს საბავშვო ბაღის დონეა და ჩვენ ამაზე მაღლა ვდგავართ. ქანდაკებას დაემართა ის, რაც დაემართა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ისტორია განადგურებულია. ის სამუდამოდ შენარჩუნდება“,  – განაცხადა შვედური ფეხბურთის ლეგენდამ.