იაპონიაში სკოლის მოსწავლეებზე თავდამსხმელი გარდაიცვალა
იაპონიაში სკოლის მოსწავლეებზე თავდამსხმელი გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც იაპონიის ქალაქ კავასაკიში სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა, გარდაიცვალა. მან დანით თვითდაზიანება მიიყენა.

თავდასხმა ქალაქ კავასაკიში, ერთ-ერთ პარკთან მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ბავშვები სკოლის ავტობუსს ელოდებოდნენ, რა დროსაც დანით შეიარაღებული 50-წლამდე მამაკაცი მათ თავს დაესხა.

მიყენებული ჭრილობებისგან ერთი გოგონა და 39 წლის მამაკაცი დაიღუპნენ. დაშავებულია კიდევ 16 ადამიანი. სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, ყველა დაშავებული დაწყებითი კლასის მოსწავლე გოგონაა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ ორი დანა იპოვა. მომხდარის მოტივი უცნობია.

თავდასხმის დროს იაპონიაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.