იაპონიაში თავდამსხმელმა 19 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დანით დაჭრა, დაღუპულია ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცი
იაპონიაში თავდამსხმელმა 19 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დანით დაჭრა, დაღუპულია ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცი

იაპონიის ქალაქ კავასაკიში დანით შეიარაღებული მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს და 19 ადამიანი დაჭრა. მათგან ორი ადამიანი – ბავშვი და მამაკაცი გარდაიცვალნენ.

დაშავებულთა შორის დაწყებითი სკოლის 13 მოსწავლეა.

ინციდენტი კავასაკის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, პარკთან, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბავშვები რამდენიმე ზრდასრულთან ერთად სკოლის ავტობუსს ელოდებოდნენ. ბავშვების ასაკი 6-7 წელია.

სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, თავდამსხმელი 50 წლამდე ასაკის მამაკაცია. მან დანით მხარში თვითდაზიანება მიიყენა და უგონო მდგომარეობაში იმყოფება.