იაპონიაში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

23:17, 04.05.2019

იაპონიაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ჰოკაიდოს აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ნემუროსთან ახლოს, 59 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება არ გამოცხადებულა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

მსგავსი