იანვარ-ოქტომბერში ქართული ბარათებით უცხოეთში გადახდებმა 1.9 მილიარდ ლარს მიაღწია
იანვარ-ოქტომბერში ქართული ბარათებით უცხოეთში გადახდებმა 1.9 მილიარდ ლარს მიაღწია

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, ქართული ბარათებით უცხოეთში 1.9 მილიარდი ლარის ოპერაციები განხორციელდა. მონაცემები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.

წინა წელთან შედარებით, გადახდები 33 პროცენტითაა გაზრდილი. ამასთან, ოქტომბერში მაჩვენებელი რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა და 231.9 მილიონი ლარი შეადგინა.

სტატისტიკაში ბანკომატების, ასევე პოს ტერმინალებისა და ინტერნეტგადახდების მონაცემებია ასახული.