იანის ანტენტოკუნმპო MVP-ის ჯილდოს ფავორიტია
იანის ანტენტოკუნმპო MVP-ის ჯილდოს ფავორიტია

ლას-ვეგასის საბუკმეიკერო კომპანია „ბეტონლაინმა“ (BetOnline) გამოაქვეყნა ფსონები ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზის მიღებაზე.

MVP-ის ტიტულზე ბუკმეიკერთა ფავორიტია „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო. მისი კოეფიციენტია – 3.0. წელს, ბერძენი საშუალოდ მატჩში 25.8 ქულას, 13.3 მოხსნასა და 5.9 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მეორე ადგილზეა „ნიუ ორლეანის“ ბიგმენი ენტონი დევისი – 5.5. მესამე-მეოთხე პოზიციას იყოფენ „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტივენ კარი და „ტორონტოს“ ფორვარდი კავაი ლეონარდი – მათი შესაბამისი კოეფიციენტი უდრის 6.0-ს.

პირველ ხუთეულს ასრულებს „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი – 8.5.