„ბარსელონას“ გარემარბმა, ლამინ იამალმა ილაპარაკა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე.
„ყველას თავისი აზრი გააჩნია. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, სწავლას ვაგრძელებ, მაგრამ ვიცი, რომ უკვე ხარისხიან ფეხბურთელად მივიჩნევი. არ მიყვარს სხვებთან საკუთარი თავის შედარება – ჩემთვის ფეხბურთი ეს არ არის.
დღეს ბევრი დაუჯერებელი ფეხბურთელია, მაგალითად, მაიკლ ოლისე, პედრი, ჰარი კეინი, დეკლან რაისი და რაიან შერკი“, – განაცხადა იამალმა.
როცა ბარსელონელს შეახსენეს „რეალის“ ფეხბურთელები – კილიან მბაპე და ვინისიუსი, იამალმა უპასუხა: „მე მათ არ მივიჩნევ მსოფლიოში საუკეთესოებად. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი „რეალში“ თამაშობენ… მაგრამ ყველა თავისებურად ხედავს ფეხბურთს“.