„იაგელონიის“ მწვრთნელი – „იბერიასთან“ იოლ თამაშს არ ველოდებით #1TVSPORT

14:37, 20.08.2026

„იაგელონიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან სემენიჩმა „იბერიასთან“ ევროპის ლიგის პლეიოფის შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ „იბერიასთან“ იოლი თამაში გვექნება. „რეინჯერსთან“ შედარებით განსხვავებული დონის მეტოქეს ვეთამაშებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონთან წარმატებას ადვილად მივაღწევთ.

სასურველია, რომ პირველი მატჩის შემდეგ საქართველოში კარგ გუნებაზე გავემგზავროთ. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს წყვილში გამარჯვებულის ბედი მეორე მატჩის შემდეგ გადაწყდება“, – განაცხადა „იაგელონიის“ მთავარმა მწვრთნელმა.

ევროპალიგის პლეიოფის პირველი მატჩი „იაგელონიასა“ და „იბერიას“ შორის 20 აგვისტოს, ბიალისტოკის „ჩორტენ არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი