ჰოლი ჰოლმთან მარცხის შემდეგ რაქელ პენინგტონი ოქტაგონს გამარჯვებით დაუბრუნდა
სატიტულო ბრძოლის ყოფილი მონაწილე რაქელ პენინგტონი ჰოლი ჰოლმთან განცდილი მარცხის შემდეგ ოქტაგონს მოგებით დაუბრუნდა. მისი მეტოქე მარიონ რენო იყო. მსაჯებმა 3 რაუნდის შემდეგ პენინგტონის დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირეს (30-27, 29-28 და 29-28).
წარმატებული კლინჩის შემდეგ პენინგტონმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა. ამ მონაკვეთმა ბრძოლაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა და რაქელს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
პენინგტონი შეეცადა ბრძოლის ნაადრევად დასრულება, თუმცა საბოლოოდ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. ბოლო ჩატარებული 3 ბრძოლიდან პენინგტონმა 2 მოიგო.