ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) თავის ოფიციალურ საიტზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი ნიუ-ჯერსის თავდამსხმელი ტრევის ზეიდჯეკი გახდა, რომელმაც პიტსბურგთან მატჩში (6:3) 4 (1+3) ქულა დააგროვა.

მეორე ვარსკვლავი ფილადელფიის გოლკიპერი კარტერ ჰარტია. მისმა გუნდმა ვინიპეგთან გაიმარჯვა, კანადელი კი ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა, ვინც მოგებეთა სერიის კლუბური რეკორდი დაამყარა 21 წლამდელ გოლკიპერებს შორის. ფილადელფიამ ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა.

მესამე საუკეთესო კი ნიუ-ჯერსის ფორვარდი ბლეიკ კოულმენი გახდა, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე გადაცემაა „პინგვინებთან“ მატჩში.