ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის სამი ვარსკვლავი დაასახელა

15:53, 21.12.2018

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) დღის საუკეთესოები დაასახელა.

პირველი ვარსკვლავი „ტორონტოს“ თავდამსხმელი ოსტონ მეტიუსი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა „ფლორიდასთან“ მატჩში (6:1).

მეორე საუკეთესოდ „ვინიპეგის“ ფორვადი ნიკოლაი ელერსი დასახელდა, მან „სან-ხოსეს“ კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა (5:3).

მესამე ვარსკვლავი კი „მონრეალის“ მეკარე კერი პრაისია, რომელმაც „არიზონასთან“ მატჩში 36 სეივი შეასრულა.

მსგავსი