ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის მოთამაშეები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის მოთამაშეები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა სენტ ლუისის ფორვარდი ჯორდან ბინინგტონი. მან თავის გუნდს სამიდან სამ მატჩში მოაგებინა, საშუალოდ 1.31 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 95.4 პროცენტი მოიგერია. ბინინგტონმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ტამპა ბეის (1:0) წინააღმდეგ, როცა 32 დარტყმა მოიგერია და კარიერაში მეორე შათაუტი შეასრულა.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო ბოსტონის ფორვარდმა პატრის ბერჟერონმა. მის ანგარიშზე ოთხ მატჩში შვიდი ქულა (4+3) მოდის. გასულ კვირას, ვეტერანმა კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა.

კვირის მესამე ვარსკვლავია ჩიკაგოს ფორვარდი დილან სტროუმი. მან სამ მატჩში შვიდი ქულა (2+5) მიითვალა.