ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

12:14, 04.03.2019

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი ვინიპეგის თავდამსხმელი ბლეიკ უილერი გახდა, რომელმაც კოლუმბუსთან შეხვედრაში ოთხი შაიბა გაიტანა (5:2).

მეორე – ვეგასის მეკარე მარკ-ანდრე ფლერია, მან ვანკუვერთან შეხვედრაში 19 შაიბა მოიგერია (3:0).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ანაჰაიმის ფორვარდ იაკობ სილვერბერგს ერგო, რომელმაც კოლორადოსთან მატჩში გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

მსგავსი