ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა

14:08, 15.02.2019

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი ტამპას ფორვარდი ნიკიტა კუჩეროვი გახდა, რომელმაც დალასთან შეხვედრაში 4 (1+3) ქულა დააგროვა (6:0).

მეორე – ჩიკაგოს თავდამსხმელი პატრიკ კეინია.მის ანგარიშზე 3 (1+2) ქულაა ნიუ-ჯერსისთან შეხვედრაში (4:1).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი სენტ-ლუისის ფორვარდ ვლადიმერ ტარასენკოს ერგო, რომელმაც არიზონასთან მატჩში დუბლი გაიფორმა (4:0).

მსგავსი