ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის საუკეთესოები დაასახელა
TORONTO, ON - MARCH 15: Sean Couturier #14 of the Philadelphia Flyers reacts to a call at an NHL game against the Toronto Maple Leafs during the second period at the Scotiabank Arena on March 15, 2019 in Toronto, Ontario, Canada. (Photo by Kevin Sousa/NHLI via Getty Images)
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი ფილადელფიას თავდამსხმელი შონ კუტურიე გახდა, რომელმაც პიტსბურგთან შეხვედრაში გამარჯვების მომტანი შაიბა გაიტანა (2:1 ОТ). მის ანგარიშზე ასევე ერთი საგოლე გადაცემაა.
მეორე – ვანკუვერის ფორვარდი ტიმ შალერია, მან დალასთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონში პირველია (3:2).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი კოლორადოს მცველ ტაისონ ბერის ერგო, მის ანგარიშზეც დუბლია ნიუ-ჯერსისთან მატჩში (3:0).