ჰიუსტონის მორიგი გამარჯვება - აღმოსავლეთში ორმა ფავორიტმა წააგო [ვიდეო]
ჰიუსტონის მორიგი გამარჯვება - აღმოსავლეთში ორმა ფავორიტმა წააგო [ვიდეო]

ცხრა შეხვედრა გაიმართა, დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. როგორც მოსალოდნელი იყო, იოლი გამარჯვება მოიპოვა ჰიუსტონ „როკეთსმა“. ტექსასელებმა, საკუთარ „ტოიტოტა ცენტრში“ ლიგის ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერი, კლივლენდ „კავალიერსი“ უპრობლემოდ დაამარცხეს, ანგარიშით 141:113. ჯეიმს ჰარდენმა, მორიგი ფენომენალური თამაში ჩაატარა. ჰიუსტონელთა ლიდერმა – 43 ქულით, 12 შედეგიანი გადაცემით და 10 მოხსნით, სამმაგი დუბლი გაიფორმა. მაიკ დანტონის გუნდი, დასავლეთ კონფერენციაში, მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში, ორლანდი „მეჯიქის“ დამარცხებას შეეცდება.

ორი საკმაოდ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, აღმოსავლეთ კონფერენციაში. ფილადელფიამ საკუთარ დარბაზში, ატლანტასთან 121:123 წააგო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა, მთავარი ვარსკვლავის და ლიდერის, ჯოელ ემბიდის გარეშე ითამაშეს. კამერუნელ ცენტრს, მუხლის მცირე ტრავმა აწუხებს.

კიდევ ერთმა ფავორიტმა, მილუოკი „ბაქსმა“ სტუმრად, „ვერიზონ ცენტრში“ ვაშინგტონთან დათმო მატჩი 106-113. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქური კლუბი, მთავარი ვარსკვლავის, ჯონ ვოლის გარეშე თამაშობს, რომელიც დიდი ალბათობით სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს. თავის მხრივ, სტუმრებმა, ბერძენი სუპერვარსკვლავის, იანის ანტეტუკონმპოს გარეშე იასპერეზეს. „ვიზარდსს“ ბრედლი ბილმა ულიდერა 32 ქულით. სტუმართა შორის, 25 ქულით და 8 მოხსნით, საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ. მილუოკი საკუთარ კონფერენციაში, მეორე ადგილზეა. ვაშინგტონი, პლეი-ოფის ზონასთან ახლოს იმყოფება.