ჰიუსტონი კარმელო ენტონის გაუშვებს
ჰიუსტონი კარმელო ენტონის გაუშვებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ექს-ვარსკვლავი კარმელო ენტონი აღარ ითამაშებს „ჰიუსტონის“ შემადგენლობაში. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ანტონიმ მიიჩნია, რომ ახალბედა გარი კლარკი მსუბუქი ფორვარდის პიზიციაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე 34 წლის ვეტერანი.

„მივიჩნიეთ, რომ შექმნილი სიტუაცია უსამართლო იქნებოდა ენტონისთან მიმართებაში. ჩვენი მოლოდინის მიუხედავად, გუნდში ვერ მოინახა მისთვის ორგანული ადგილი“, – მოჰყავს ESPN-ს „ჰიუსტონის“ გენერალური მენეჯერის, დერილ მორის სიტყვები.

წესების თანახმად, „როკეტსს“ არ შეუძლია ენტონის გაცვლა 15 დეკემბრამდე. „ჰიუსტონი“ არ აპირებს მაშინვე დაითხოვოს კალათბურთელი. ჯერჯერობით, გუნდის წარმომადგენლები მისთვის ადგილს სხვა გუნდში ეძებენ.

ამ სეზონში ენტონიმ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი საშუალო მაჩვენებლებია – 13.4 ქულა და 5.4 მოხსნა 29.4 წუთში.