ჰელსინკიში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განცხადება მიიღეს
ჰელსინკიში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განცხადება მიიღეს

ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განცხადება მიიღეს.

როგორც ჰელსინკიში გამართული ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროსაბჭოს 30-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს ორგანიზაციის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმის მნიშვნელობას.

მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროსაბჭოს ყველა წევრ სახელმწიფო უნდა ჰქონდეს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში თანაბარი უფლებების საფუძველზე მონაწილეობის შესაძლებლობა. მინისტრები მიესალმებიან საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაციის მონაწილეობის შესაძლებლობას. ამას გარდა, განცხადებაში მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ ყველა წევრის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება ბიუჯეტში საწევრო გადახდაა. მინისტრები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ კოორდინირებულ ქმედებებს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ორგანიზაციის უნარი, ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს ისეთ სიტუაციებზე, როდესაც რომელიც წევრი ქვეყანა არღვევს ვალდებულებებს ან არ სცემს პატივს ევროსაბჭოს სტანდარტებს, ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს. ამისათვის კი, მინისტრები დამატებითი პროცედურის შემუშავების ინიციატივით გამოდიან.

საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის სახელმწიფოებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა. კიევში აცხადებენ, რომ ახლა რუსეთი ევროსაბჭოს ზოგიერთ წევრთან ერთად ამ სანქციების გაუქმებას ცდილობს.

დატოვე კომენტარი