ჰარი მაგუაირი „ვესტ ჰემში“ გადადის #1TVSPORT
ჰარი მაგუაირი „ვესტ ჰემში“ გადადის #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ჰარი მაგუაირი ახლოს არის „ვესტ ჰემში“ გადასვლასთან.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს ინგლისის ნაკრების 30 წლის მცველის ტრანსფერზე.

იტყობინებიან, რომ მანჩესტერული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს მიიღებს.

მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში“ „ლესტერიდან“ 80 მილიონ ფუნტად გადავიდა 2019 წლის ზაფხულში.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ თენ ჰაგმა ივლისში მცველს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა.