ჰარი კეინის გოლი „ბაიერნს“ „ტოტენჰემის“ დიდი ანგარიშით დამარცხებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
მიუნხენში გაიმართა საკონტროლო შეხვედრა, რომელშიც „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე გაანადგურა ევროპის ლიგის გამარჯვებული „ტოტენჰემი“ – 4:0.
გერმანიის ჩემპიონის რიგებში თითო გოლი გაიტანეს ჰარი კეინმა, კინგსლი კომანმა, ლენარტ კარლმა და იონა კუსი-ასარემ.
კეინს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ თავისი გოლიდან ორ წუთში პენალტი ვერ გამოიყენა.
„ბაიერნი“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით გავიდა მოედანზე: ნოიერი, სტანიშიჩი, ტა, უპამეკანო, ლაიმერი, გორეტცკა, კიმიხი, ოლისე, დიასი, კომანი, კეინი.
„ბაიერნი“ სეზონს 18 აგვისტოს დაიწყებს გერმანიის სუპერთასის მატჩით „შტუტგარტის“ წინააღმდეგ. „ტოტენჰემს“ 13 აგვისტის უეფა-ს სუპერმატჩის ფინალი აქვს „პარი სენ-ჟერმენთან“.