ჰარი კეინი „ოქროს ბურთზე“ – 73 გოლი თავად მეტყველებს ყველაფერზე #1TVSPORT
„ბაიერნის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა „ოქროს ბურთის“ მოპოვების შანსებზე ილაპარაკა.
ჟურნალისტმა ინგლისელს შეახსენა, რომ გასულ სეზონში 65 მატჩში 73 გოლი გაიტანა, რაც სავსებით ღირსეული შედეგია ჯილდოს მოსაპოვებლად.
„ეს რთულია. არასოდეს მიყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ გასული სეზონი დაუჯერებელი იყო როგორც პირადად ჩემთვის, ასევე გუნდისთვის. ეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო სეზონი იყო ჩემს ცხოვრებაში. მართლაც, 73 გოლი მეორე შედეგია ისტორიაში და ეს ციფრი თავად მეტყველებს ყველაფერზე. ამით ძალიან ამაყი ვარ. მხოლოდ ისღა დამრჩენია, მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს და ყველას, ვინც ამაში დამეხმარა.
მაგრამ „ოქროს ბურთის“ ბედი ჩემს ხელში არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებიც ხმას აძლევენ. ჩემთვის გასული სეზონი უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა მიმდინარე სეზონზე ვარ კონცენტრირებული და მინდა ვნახო, კიდევ რისი მიღწევა შემიძლია. ვიცი, რომ ოქტომბრამდე „ოქროს ბურთზე“ ბევრს ილაპარაკებენ, რადგან ეს ძალიან პრესტიჟული ჯილდოა“, – განაცხადა კეინმა.