ჰარი კეინი „ბაიერნთან“ კონტრაქტს გააგრძელებს #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების ფორვარდმა, ჰარი კეინმა, შესაძლოა, კიდევ სამი წელი გაატაროს „ბაიერნში“.
ელოდებიან, რომ კეინი ხელს მოაწერს ახალ ხელშეკრულებას, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მოლაპარაკებები მომდევნო კვირას დაიწყება.
33 წლის ფეხბურთელის ხელფასში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მიმდინარე კონტრაქტით კეინი სეზონში 25 მილიონ ევროს იღებს და ამ მაჩვენებით კლუბში პირველ ადგილს იყოფს ჯამალ მუსიალასთან.
ჰარი კეინის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.