ჰანსი ფლიკს „დორტმუნდიდან“ გირასის შეძენა სურს #1TVSPORT

20:38, 25.09.2025

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი დაინტერესებულია „დორტმუნდის“ ფორვარდის სერუ გირასის ტრანსფერით, – წერს გაზეთი Bild.

წყაროს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი გირასის რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს. აღნიშნავენ, რომ კატალონურ კლუბს ეს გარიგება შეიძლება 100 მილიონი ევრო დაუჯდეს.

ამასთან, „ბარსელონას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას სურს, რომ მისმა გუნდმა უფრო ცნობილი ფორვარდი შეიძინოს. ლაპარაკია „მანჩესტერ სიტიდან“ ერლინგ ჰალანდის გადაბირებაზე.

ამ სეზონში 29 წლის გვინეელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ექვსი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. მისი ხელშეკრულება „დორტმუნდთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი