ჰალანდმა „მანჩესტერ სიტიში“ საკუთარი დებიუტი შეაფასა #1TVSPORT
ჰალანდმა „მანჩესტერ სიტიში“ საკუთარი დებიუტი შეაფასა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ახალშეძენილმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა ინგლისურ კლუბში სადებიუტო (ამხანაგური) მატჩი „ბაიერნთან“ გამართა და ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. ნორვეგიელმა მიუნხენელთა კარი მე-12 წუთზე აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მშვენიერი იყო „ბაიერნთან“ გამარჯვება და მომავალ კვირაში „ლივერპულთან“ მატჩამდე საკუთარი ძალების შემოწმება“, – აცხადებს ერლინგ ჰალანდი – უნდა ვაღიარო, რომ ჯერ იდეალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ სასურველ კონდიციას აუცილებლად მივაღწევ, ამაზე არავინ ინერვიულოს. თქვენ დღეს ნახოთ, რომ მთლიანობაში თავს ცუდად არ ვფლობ. კარგი იყო მოედანზე ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ დაბრუნება, შესანიშნავი შეგრძნებაა“.

ჰალანდი „სიტის“ რიგებს („დორტმუნდიდან“) 2022 წლის პირველ ივლისს შეუერთდა – მისი კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან 2027 წლამდეა ძალაში.