ჰალანდს 12 წუთი დასჭირდა სადებიუტო გოლისთვის - „სიტიმ“ „ბაიერნი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ჰალანდს 12 წუთი დასჭირდა სადებიუტო გოლისთვის - „სიტიმ“ „ბაიერნი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

აშშ-ის ქალაქ გრინ-ბეიში ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონები საწვრთნელ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს. „მანჩესტერ სიტიმ“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „ბაიერნი“ – 1:0.

ერთადერთი გოლი „სიტის“ ვარსკვლავურმა ახალწვეულმა ერლინგ ჰალანდმა მე-12 წუთზე გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლი იყო ახალ გუნდში.

აღსანიშნავია, რომ მე-13 წუთზე არბიტრმა შეხვედრა უამინდობის გამო შეაჩერა. გუნდებმა მინდორი დატოვეს. გარკვეული დროის შემდეგ გადაწყდა პირველი ტაიმის 27 წუთის ჩამთავრება, მეორე ტაიმი კი 40 წუთი გაგრძელდა.

შემდეგი მატჩი ორივე გუნდს 30 ივლისს აქვს. „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის სუპერთასზე „ლივერპულს“ შეხვდება, „ბაიერნი“ კი გერმანიის სუპერთასზე ითამაშებს „ლაიპციგის“ წინააღმდეგ.