ჰალანდმა გულშემატკივრებს გაანდო, სად გააგრძელებს კარიერას #1TVSPORT
ჰალანდმა გულშემატკივრებს გაანდო, სად გააგრძელებს კარიერას #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდს, ერლინგ ჰალანდს კარიერის გაგრძელება ესპანეთის პრიმერაში სურს, – ამტკიცებს გაზეთი AS.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ფეხბურთელი ესპანეთში კურორტ მარბელიაზე ისვენებს. გულშემატკივრებმა იცნეს ნორვეგიელი და ჰკითხეს მას – მომავალში სად აპირებს თამაშს? ჰალანდმა უპასუხა: „მე აქ ვითამაშებ, ესპანეთში“.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნორვეგიელი ფორვარდის მიმართ დაინტერესებას „რეალი“ და „ბარსელონა“ გამოთქვამენ.

ამ სეზონში ბუნდესლიგის 11 ტურში 21 წლის ჰალანდმა 13 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე მას სამი გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩში. „დორტმუნდთან“ მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი