ჰალანდი იანვარში არ დატოვებს „დორტმუნდს“ #1TVSPORT
ჰალანდი იანვარში არ დატოვებს „დორტმუნდს“ #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი მიმდინარე სეზონს გერმანულ კლუბში ჩაამთავრებს, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, 21 წლის ნორვეგიელი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა თავის ახალ კლუბთან დაკავშირებით, ამიტომაც იანვარში სხვაგან გადასვლას არ აპირებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰალანდს ზეპირი შეთანხმება აქვს მადრიდის „რეალთან“ ან „ბარსელონასთან“, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ჰალანდის კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მან 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.