„ჰალ სიტის“ მეპატრონე მწვრთნელის გათავისუფლებაზე საუბრობს - ინგლისური კლუბი შოთა არველაძეს უახლოეს დღეებში წარადგენს #1TVSPORT 
„ჰალ სიტის“ მეპატრონე მწვრთნელის გათავისუფლებაზე საუბრობს - ინგლისური კლუბი შოთა არველაძეს უახლოეს დღეებში წარადგენს #1TVSPORT 

ჰალ სიტიმ“ დაადასტურა გრანტ მაკკენის მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლება. გუნდის ახალი თურქი მფლობელი აჯუნ ილიჯალი კი მის ნაცვლად „რეინჯერსის“ ყოფილი ლიდერის, შოთა არველაძის დანიშვნას აპირებს – ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ჰალ სიტის“ მწვრთნელმა გრანტ მაკკენიმ კლუბი ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზე დატოვა. მან ორწელიწადნახევარი გაატარა „ჰალში“ და 2021 წელს ლიგა 1 მოიგო. მწვრთნელის შეცვლა თურქი მფლობელისთვის პირველი დიდი გამოწვევაა მას შემდეგ, რაც მან „ჰალ სიტი“ იყიდა“, – წერს „დეილი მეილი“.

ჰალის“ ახალმა მფლობელმა ილიჯალიმ აღიარა, რომ მწვრთნელის შესაცვლელად უცნაური დრო შეარჩია, რადგან ის თანამდებობიდან წარმატებული ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლა.

„დადგა დრო, რომ ბევრი რამ შევცვალოთ. მჯერა, ეს კლუბისთვის წარმოუდგენლად საინტერესო დრო იქნება. მესმის, რომ ორი მოგების შემდეგ მწვრთნელის შეცვლა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ ვიქნებოდი სამართლიანი და გულწრფელი ჩვენს გულშემატკივრებთან – მწვრთნელის შესაცვლელად წაგებას თუ დაველოდებოდი. ეს არავისთვის სასარგებლო არ იქნებოდა“, – განაცხადა აჯუნ ილიჯალიმ.

გამოცემა შოთა არველაძის ბრიტანულ წარსულსაც იხსენებს:

„არველაძე იყო „რეინჯერსის“ ბომბარდირი, რომელმაც „აიაქსსა“ და „ალკმაარში“ გატარებულ 4 სეზონში 57 გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა 2008 წელს დაასრულა და შემდეგ მუშაობდა „ალკმაარში“ ლუი ვან გაალის ასისტენტად, ასევე რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის ხელმძღვანელობით მუშაობდა. მას შემდეგ არველაძე ხელმძღვანელობდა თურქეთში „კაისერს“, „ქასიმფაშას“’, „ტრაბზონსა“ და ისრაელის თელ-ავივის „მაკაბის“. მისი ბოლო სამსახური იყო უზბეკეთის ტაშკენტის „პახტაკორი, რომელიც 2020 წელს დატოვა“.

ფუტბოლ სქოთლანდი“ კი წერს:

რეინჯერსის“ ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. მას უახლოეს დღეებში წარადგენენ“.