რეზი არველაძე - შოთი და აჩი „აიაქსის“ ფორმას რომ მიგზავნიდნენ, ლოგოს ვაჭრიდით და „დინამოს“ ასე ვათამაშებდით #1TVSPORT
რეზი არველაძე - შოთი და აჩი „აიაქსის“ ფორმას რომ მიგზავნიდნენ, ლოგოს ვაჭრიდით და „დინამოს“ ასე ვათამაშებდით #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ სფფ-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა, რეზი არველაძემ გადაცემის თანაწამყვანის, ვლადიმერ გუცაევის კითხვას საინტერესო ამბის გახსენებით უპასუხა:

„მე ვიცი მწვრთნელობა რატომ არ გავაგრძელე – ამას სხვა რამ უნდა, რაც ჩემს თავში ვერ დავინახე –  სიმკაცრე, შენი პრინციპების აუცილებლად გატანა. ვიფიქრე, დიდი მწვრთნელი ვერ გავხდებოდი და თავი დავანებე. საშა, შენ მწვრთნელობას თავი რატომ დაანებე? გერმანიაში ავიღე სამწვრთნელო ლიცენზია, მწვრთნელად ვიმუშავე „დინამოში“, ახალგაზრდულ ნაკრებში და ეს საქმიანობა სიამოვნებას მგვრიდა. თუმცა იმასაც ვხედავდი, რომ ბევრი ადგილი არ იყო საქართველოში, სადაც სული და გული შემეძლო ჩამედო. მივედი „დინამოში“, სადაც შოთი და აჩი „აიაქსის“ ფორმას რომ მიგზავნიდნენ, ლოგოს ვაჭრიდით და „დინამოს“ ლოგოს ვაკრავდით, რადგან დიდი შესაძლებლობები არ იყო და ფინანსური პრობლემები გვქონდა“, – გაიხსენა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რეზი არველაძემ.

„საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა მოთამაშემ და სფფ-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, რეზი არველაძემ გულშემატკივართა ნაწილის ამბიციაზე ისაუბრა:

„პირველი ნაკრების დროს ხალხს გემოვნება ჰქონდა – ვინც სტადიონზე დადიოდა და ფეხბურთი  ესმოდა, ძალიან ზუსტი და კარგი გემოვნება ჰქონდა, რადგან დიდი თაობები ენახა. შესაძლებლობებზეც წარმოდგენა ჰქონდათ და გემოვნებაც გააჩნდათ. ახლა ამას ვერ ვიტყვი. ახლა ხალხს ფეხბურთზე რომ ელაპარაკო და წაიკითხო, რას წერენ ან მოუსმინო, რას ლაპარაკობენ, როგორ არჩევენ და აანალიზებენ, საერთოდ გაგიჟდები“.