„ჰალ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა - კლუბი შოთა არველაძემ ჩაიბარა #1TVSPORT
„ჰალ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა - კლუბი შოთა არველაძემ ჩაიბარა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერშიფისჰალ სიტიმ“ ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა, რომ შოთა არველაძე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა – ქართველმა მწვრთნელმა კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

შოთა არველაძე ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ჰალ სიტი“ სიამოვნებით აცხადებს, რომ კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად 2.5-წლიანი კონტრაქტით შოთა არველაძე დაინიშნა. 48 წლის სპეციალისტმა სამი სხვადასხვა ქვეყნის 5 კლუბში 300-ზე მეტი თამაში ჩაატარა და 50%-ზე მეტი მოიგო.

მისი ბოლო მენეჯერული პოსტი 2017 წლიდან 2020 წლამდე უზბეკეთში ტაშკენტის „ფახთაქორი“ იყო, სადაც ის დაინიშნა მფლობელთა ჯგუფის მიერ, რომლებიც ასევე „ევერტონს“ განკარგავენ. სამი წლის განმავლობაში არველაძემ მოიგო ხუთი თასი, მათ შორის ორი უზბეკეთის სუპერლიგის ტიტული და გავიდა აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

მან ასევე იმუშავა თურქეთში „კაისერში“, „ქასიმფასაში“ და „ტრაბზონში“, ისრაელში თელ-ავივის „მაკაბიში“ და მუშაობდა ნიდერლანდელ ლუი ვან გაალთან, რონალდ კუმანთან და დიკ ადვოკატთან ერთად.

არის საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (61 მატჩში 26 გოლით). ყოფილმა თავდამსხმელმა 300-ზე მეტი გოლი გაიტანა და 18-წლიანი გამორჩეული სათამაშო კარიერის განმავლობაში 18 დიდი ჯილდო მოიპოვა. მან მოიგო ჩემპიონის ტიტულები შოტლანდიაში „რეინჯერსში“, ნიდერლანდებში „აიაქსში“ და სამშობლოში თბილისის „დინამოში“. სამჯერ დასახელდა წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.