ჰაიტიზე ტროპიკულ შტორმ „ლაურას“ სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა

08:01, 26.08.2020

ჰაიტიზე ტროპიკულ შტორმ „ლაურას“ სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სტიქიამ ჰაიტის დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი დააზარალა, სადაც შტორმმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.

198 ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი, ხუთ ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებენ.

ამჟამად ციკლონი აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება და როგორც მოსალოდნელია, ტეხასისა და ლუიზიანის შტატის სანაპიროებს დღეს დაატყდება თავს. სანაპირო დასახლებებიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს.

მსგავსი