ტეხასისა და ლუიზიანის შტატების სანაპიროებს ქარიშხალი „ლაურა“ უახლოვდება

00:24, 26.08.2020

ტეხასისა და ლუიზიანის შტატების სანაპიროებს ქარიშხალი „ლაურა“ უახლოვდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

როგორც მოსალოდნელია, შტორმი აშშ-ის სანაპიროს კუბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან მექსიკის ყურის გავლით და ტეხასის, ასევე ლუიზიანის სანაპიროებს 26 აგვისტოს დაატყდება თავს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ლუიზიანას შტორმმა „მარკომ“ გადაუარა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლუიზიანის შტატი სტიქიური უბედურების ზონად უკვე გამოაცხადა.

ტეხასის სანაპირო ქალაქებიდან გაცემულია 385 ათასი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება. ლუიზიანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან კი, 200 ათასი მცხოვრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ორივე შტორმს კარიბის ზღვის აუზში უკვე მოჰყვა ნგრევა და მსხვერპლი. გარდაცვლილია სულ მცირე 20 ადამიანი.

მსგავსი